“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და საყოველთაო უსაფრთხოების შესახებ”
2023 წელი
2023 წლის 30 დეკემბერს, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA), ISOC
IoT SIG-ის და ინტენეტის განვითარების ინიციატივის (ID) ორგანიზებით ჩატარდა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და საყოველთაო
უსაფრთხოების (International Scientific Conference on Telecommunication and IoT Security)
შესახებ. კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში და მსმენელებს, ისევე როგორც
მომხსენებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ როგორც ადგილზე, ისე
დისტანციურად.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მომხსენებლები საქართველოდან, უკრაინიდან,
საფრანგეთიდან და უზბეკეთიდან. მოხსენებები შეეხებოდა ტელეკომუნიკაციებისა და
საყოველთაო უსაფრთხოების მიმართულებით ავტორთა სამეცნიერო კვლევებსა და მათ
შედეგებს, კერძოდ:
“Security challenges in cellular networks towards 6G” – Prof. Roman Odarchenko,
National Aviation University, Kyiv, Ukraine.
„AI/ML-based cryptography for advanced communication systems” – Prof. Sergiy
Gnatyuk, National Aviation University, Kyiv, Ukraine.
„Build your own inexpensive Hardware Hacking lab” – Hrishikesh Somchatwar,
Eurecom, France.
„A new challenges of the Internet Fragmentation” – Prof. Vladimer Svanadze, Internet
Development Initiative (IDI), Business and Technology University, Tbilisi, Georgia.
“The security and vulnerabilities of IoT devices” – Prof. Sherzod Gulomov, Tashkent
University of Information Technologies named after Muhammad al-Khwarizm,
Uzbekistan.>br>
“Automate penetration testing of 5G networks” – Prof. Maksim Iavich, Caucasus
University, Tbilisi, Georgia.
“ტელეკომუნიკაციების და IoT უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია”
2022 წელი
28 დეკემბერს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის და ინტერნეტის
განვითარების ინიციატივის IDI-ს მიერ, ISOC IoT SIG-ის მხარდაჭერით გაიმართა
ტელეკომუნიკაციების და IoT უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია.
ვლადიმერ სვანაძემ და მაქსიმ იავიჩმა წარმოთქვეს მისასალმებელი სიტყვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
პრეზენტაციები წარმოადგინეს სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა:
“Use of IoT devices during attacks” – გიორგი იაშვილი Caucasus Cyber Security Center,
Caucasus University, Georgia.
"Managing cybersecurity threats in the telecommunications sector" - შერზოდ გულუმოვი
Tashkent University of Information Technologies named after Muhammad al-Khwarizm, Uzbekistan.
"New cybersecurity challenges in 5G and future 6G networks" – რომან ოდარჩენკო, Chair of
Telecommunications and Radioelectronics Academic Department, National Aviation University, Ukraine.
"Location Based Threats in 5G Network" – გიორგი ახალაია, Scientific Cyber Security
Association.
“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“ – ISCTS”
2021 წელი
16 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და
კიბერუსაფრთხოება“.
კონფერენციის თემატიკა ეხებოდა თანამედროვე საკომუნიკაციო
მიმართულებას და კიბერუსაფრთხოებას. ღონისძიებაში მიიღეს
მონაწილეობას ქართველმა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა და
ასევე კიბერუსაფრთხოების და ტელეკომუნიკაციის ექსპერტებმა
უკრაინიდან.
ღონისძიების ორგანიზატორები – კავკასიის უნივერსიტეტი,
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია და საქართველოს
ტექნოლოგიური ინოვაციების აკადემია.
ღონისძიება ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის მხარდაჭერით (CARYS-19-121 გრანტის ფარგლებში).
“ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება ” კონფერენციის
ფარგლებში გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:
– მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების
მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, სამეცნიერო კიბერ
უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.
თემა: 5G ფიჭური ქსელების უსაფრთხოება.
– ვლადიმერ სვანაძე, ინტერნეტის განვითარების ინიციატივა IDI,
თავმჯდომარე, საქართველოს ტექნოლოგიური ინოვაციების
აკადემიის, დირექტორი.
თემა: განათლება კიბერუსაფრთხოების დარგში.
– სერგეი გნატიუკი, პროფესორი, კიბერუსაფრთხოების,
კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის
მოადგილე, კიევის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი.
თემა: კვატური გასაღების განაწილება 5G ფიჭურ ქსელებში და მათი
უსაფრთხოება.
– რომან ოდარჩენკო, პროფესორი, კიევის საავიაციო უნივერსიტეტის
ტელეკომუნიკაციების და რადიოელექტრონიკის სისტემების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო მრჩეველი NAU კიბერ
უსაფრთხოების R&D ლაბორატორიაში.
თემა: 5G PPP პროექტებს შორის კავშირი: გზა წარსულიდან და
მომავლისკენ.
– გიორგი ახალაია, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების
ლექტორი.
თემა: 5G ფიჭური ქსელების გაუმჯობესებული არქიტექტურა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილე ყველა ნაშრომი
გამოქვეყნდება სამეცნიერო – პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების
ჟურნალში SPCSJ.