ჩვენს შესახებ

კონფერენციის ორგანიზატორია „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“. კონფერენციის მხარდამჭერი და მასპინძელია „კავკასიის უნივერსიტეტი“.
პროექტის მხარდამჭერია ასევე საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom).

 
პროექტის საორგანიზაციო გუნდია:

მაქსიმ იავიჩი

პროექტის ხელმძღვანელი

გიორგი ახალაია

ორგანიზატორი

დიანა პოპოვა

ორგანიზატორი

კონფერენცია

„სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“ უკვე მეხუთედ მართავს საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციას „ტელეკომუნიკაციები
და უსაფრთხოება“. კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური დონის სტუდენტები, დოქტორანტები, მკვლევარები და ყველა ვინც დაინტერესებულია ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემებით, მუშაობს მოცემული მიმართულებით და სურს კიდევ უფრო გაიღრმავოს თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი ცენტრების და ლაბორატორიების წარმომადგენლები.


მომხსენებლები

კონტაქტი

კონფერენციის მასპინძელია:

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მეილ(ებ)ზე:

miavich@cu.edu.ge

popova.scsa@gmail.com 

vsvanadze@indein.net

gakhalaia@cu.edu.ge

მხარდამჭერები და პარტნიორები

ორგანიზატორები

ka_GEGeorgian

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს შეკრიბოს აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების, თუ ლაბორატორიების მკვლევარები ერთ სივრცეში, რათა მოხდეს მათ შორის ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირება, არსებული გამოცდილებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა, აკადემიურ დონეზე დისკუსიებისა და დიალოგების გახსნა, სავარაუდო სამეცნიერო თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება და უკვე არსებული თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და აბსტრაქტები განთავსდება ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის“ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან დარგის სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლები (https://journal.scsa.ge/ka/212-2/). 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom) და „კავკასიის უნივერსიტეტი“.